პრეზიდენტის ინაუგურაცია

საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვია

ir.lv

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიტვის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დახვდა.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.

სულ ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს 53 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა. ლიტვის პრეზიდენტი სტუმრებს შორის ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური იქნება.

კომენტარები