საქართველო-აშშ

ნორლანდი: აშშ-ის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დავშირებით არ შეცვლილა

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, მის მიერ სტუდენტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებები განმარტა, რომელიც 90-ან წლებში საქართველოში მომხდარ კონფლიქტებს ეხებოდა. ელჩის განცხადებით, გავრცელებული ციტატები მისი გამოსვლიდან კონტექსტიდან არის ამოღებული.

"შეხვედრა და საუბარი სტუდენტებთან არ გახლდათ პოლიტიკური მოხსენება. ეს იყო ნაწილი იმ გულახდილი, აკადემიური დისკუსიისა, რომლის მიზანი სტუდენტების მსჯელობაში გამოწვევა იყო. განცხადება, რომლის შესახებაც მეკითხებით, ეს არის იზოლირებული განცხადება საათი და ოცწუთიანი დისკუსიიდან“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა ჟირნალისტებთან საუბრისას.

„მინდა მოგახსენოთ, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დავშირებით არ შეცვლილა. ქართველმა ხალხმა იცის, რომ მე პირადად უშუალო თვითმხილველი ვარ იმ ტანჯვის, რომელიც ქვეყანამ 20 წლის წინ გამოიარა. შეცდომები, რა თქმა უნდა, დაუშვა ყველამ, მაგრამ არაფერი ამართლებს ასობით ათასი ქართველის სახლებიდან გამოძევებასა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას. შერიგების პროცესისას უნდა გათვალისიწნებული იქნას ყველა მხარის წუხილი, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ელჩმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა: "აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ".

 

კომენტარები