საქართველოს ეკონომიკა

ნულანდი: სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა ძველი ტემპით აღარ იზრდება

cfnews13.com

საქართველოს ეკონომიკა ამ ეტაპზე არ იზრდება იმავე ნიშნულითა და ტემპით როგორც წინა წლებში ხდებოდა - ამის შესახებ  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მიძღვნილ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. 

ნულანდმა საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრა და აღნიშნა ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები რომელიც წინა ხელისუფლებამ გადადგა და რეფორმების აუცილებლობის თემას შეეხო.

”2008 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა იმაზე უკეთ განვითარდა ვიდრე ამას მოელოდნენ. როგორც იცით, 2008 წლის სირთულეების გათვალისწინებით, რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ექსპორტის უმეტესი ნაწილი რუსეთში შეწყდა. საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მისი ეკონომიკისა და ბაზრების დივერსიფიცირება მოეხდინა და ახლა ის უმეტესწილად დასავლეთთან ვაჭრობს. ეს ყველაფერი საქართველოს დაეხმარა არა მარტო იმ რთული პერიოდიდან გამოსვლაში [2008 წლის ომი] არამედ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროსაც, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვცადეთ. სამწუხაროა რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ეტაპზე არ იზრდება იმავე ნიშნულითა და ტემპით როგორც აქამდე და საჭიროა რეფორმების ახალი ტალღა და ბაზრის გახსნა. საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა და ის სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს” - განაცხადა ნულანდმა. 

კომენტარები