მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: მოწმის თქმით, პროკურატურაში ფსიქოლოგიურად შესამზადებლად მივიდა

gurianews.com

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ე.წ დასაქმების საქმეზე, ხვალ, 12:00 საათზე გაგრძელდება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 18 მოწმე დაიკითხა. მოწმეების დაკითხვა ხვალაც გაგრძელდება. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მოწმეთა ნაწილმა თქვა, რომ არ ჰქონდათ დასაქმების პროგრამაზე ინფორმაცია, თუმცა, მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ამავე დროს, ერთ-ერთმა მოწმემ დასაქმების პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ ისაუბრა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ვანო მერაბიშვილი არ ესწრებოდა. ბრალდებულ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით კი, დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მოწმემ თათია წულაიამ თქვა, რომ წინა კვირაში იმყოფებოდა პროკურატურაში, რათა ის "ფსიქოლოგიურად შეემზადებინათ სასამართლო სხდომისათვის."

"პროკურატურის მიერ მოყვანილმა მოწმემ თათია წულაიამ (მარტვილის რ-ნი) განაცხადა, რომ წინა კვირაში იმყოფებოდა პროკურატურაში, რათა ის ფსიქოლოგიურად შეემზადებინათ სასამართლო სხდომისათვის. ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურაში იმყოფებოდნენ სხვა მოწმეებიც, ვინმე ლია. სააგენტო Newposts-ის ინფორმაციაში მართლაც ნახსენებია ვინმე ლია ბოკუჩავა, რომელიც მარტვილის პროკურატურაში მიიყვანეს გასულ კვირას. კომენტარი ზედმეტია" - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

 

კომენტარები