ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის გენერალური მდივნის მოვალეობას მიხეილ მაჭავარიანი შეასრულებს

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოვალეობას პარტიის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ მაჭავარიანი შეასრულებს. პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის პატიმრობის გამო მიიღო. სხდომაზე განხილვის მთავარი თემა პარტიის მომავალი გეგმები იყო. ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, შეიქმნება რამდენიმე ახალი სამდივნო, რომელთა ხელმძღვანელებსაც საბჭოს შემდეგ სხდომაზე აირჩევენ.

"პოლიტსაბჭომ განიხილა პარტიის სტრუქტურა, განიხილა მდივანთა ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ ერთი კვირის შემდეგ ავირჩევთ. ასევე, დღეს, იმისთვის რომ პარტიამ ფუნქციონირება განაგრძოს ჩვეულ რეჟიმში, გენერალური მდივნის ფუნქციების დელეგირება მოხდა აღმასრულებელ მდივანზე. აღმასრულებელ მდივნად ავირჩიეთ მიხეილ მაჭავარიანი", - ამბობს უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი.

კომენტარები