ნავთობი

IPN: სოფელ მარანთან ნავთობით დატვირთული მატარებელი გადაბრუნდა

Police.ge

დასავლეთ საქართველოში, სოფელ მარანთან ნავთობით დატვირთული მატარებელი გადაბრუნდა. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, სარკინიგზო სავალი ნაწილიდან ნავთობით დატვირთული ორი ცისტერნა გადავარდა, რამაც შემდეგ ხანძრის გაჩენა გამოიწვია. ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ხანძრის ლოკალიზებისთვის ყველანაირი ღონისძიება ტარდება.

შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ნავთობი სრულად არ დაღვრილა, რადგან ვაგონები დახურული იყო, ამდენად, გარემოს დაბინძურების დიდი საშიშროება არ არსებობს.

მომხდარის გამო, დაზარალებულები არ არიან.

კომენტარები