არეულობა ვარშავაში

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა

bbc.co.uk

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ვარშავაში მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. დამოუკიდებლობის მარშში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

არეულობა დემონსტრაციაში მონაწილე ულტრამემარჯვენე ახალგაზრდების მემარცხენე რადიკალებზე თავდასხმით დაიწყო. შემდეგ დემონსტრანტებმა რუსეთის საელჩოს მახლობლად პოლიციის ჯიხურსა და ნაგვის კონტეინერს ცეცხლი წაუკიდეს და რუსეთის დროშები დაწვეს.

პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

კომენტარები