ახალი მთავრობა

ხიდაშელი: ღარიბაშვილის მთავრობა უფრო ეფექტიანი, მობილური და სწრაფი იქნება

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ახალი პრემიერის პირობებში მთავრობა უფრო ეფექტიანი, მობილური და სწრაფი იქნება. ამის შესახებ ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში - დიდი პოლიტიკა - განაცხადა და დღევანდელ მთავრობასთან, ბოდიში მოიხადა.

"ასე ვფიქრობ ძალიან ობიექტური მიზეზების გამო. მთავრობა კარგა ხნის მანძილზე თვითშეზღუდვის ფორმატში მუშაობდა. იყო პრემიერი, რომელიც ნდობიდან და იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს მოუტანა, იყო პირველი და დანარჩენები იყვნენ თანასწორები. ოღონდ პრემიერი ძალიან წინ იყო. ყველას ჰქონდა ერთგვარი თვითშეზღუდვის მექანიზმი. გადაწყვეტილებებს ისე სწრაფად ვერ იღებდნენ. გაბედვის პრობლემა არ ჰქონდათ. მაგრამ როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა შეათანხმოს ამ ადამიანთან, რასაც ის არასდროს არ ითხოვს, მაგრამ შენ გაქვს ამის მოთხოვნილება დიდი პასუხისმგებლობის გამო, გადაწყვეტილებებს ისე სწრაფად ვეღარ იღებ. დღეში 24 საათია და შეზღუდულია დრო. ამიტომ მგონია, რომ ახალი მთავრობა უფრო ეფექტიანი იქნება, თან, უკვე შეთამაშებული გუნდია. მე ველოდები, რომ უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რადგან მიეჩვივნენ ერთმანეთთან ურთიერთობასაც და თან, პოლიტიკური ველიც გასწორდა" - თქვა ხიდაშელმა.

კომენტარები