ახალი მთავრობა

დავითაშვილი: სამინისტროს გაყოფა, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი

შეიძლება იყოს მსჯელობა და გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერებაზე, ისე, როგორც არასდროს, გარემოს დაცვის მიმართულება გაერთიანებული სამინისტროს შემთხვევაში არის გაძლიერებული. გარემოს დაცვის ყველა მიმართულებას მეტი, უფრო კომპეტენტური და უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე სტრუქტურა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენი განვითარება მდგრადი განვითარების პრინციპებს პირდაპირ უკავშირდება. ამიტომ ჩემი აზრით, სამინისტროს გაყოფა, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი, არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს გაყოფაზე გუნდში მსჯელობა გაიმართოს.

კომენტარები