მარგველაშვილი: რუსეთი არ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ჩვენი აგრესიის ობიექტს

არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პირველი არხის გადაცემა Воскресное Время-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, რუსეთი მიუხედავად პრობლემებისა აღარ არის „ჩვენი აგრესიის ობიექტი".

„ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, დაძაბულობის კლების ასპექტში. ჩვენ ვთქვით, რომ რუსეთი მიუხედავად პრობლემებისა, არ წარმოადგენს საქართველოსთვის ობიექტს, ასე ვთქვათ, ჩვენი აგრესიისთვის. ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ შევეცდებით გადავიყვანოთ ჩვენი დიალოგი აგრესიული ურთიერთობიდან, რაციონალურ ჩარჩოებში. და ჩვენ გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები - ჩვენ გავგზავნეთ მისიით ბატონი ზურაბ აბაშიძე პრაღაში, სადაც მიმდინარეობს მუშაობა ეკუნომიკური და კულტურული კავშირების მიმართულებით. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში რუსეთის ისტორიის - ოლიმპიადაზე. და ჩვენ მოვხსენით დაძაბული ფონი" - განაცხადა მარგველაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო მხარი დაუჭიროს თავის ჯგუფს ოლიმპიადაზე, ადგილზე, მარგველაშვილმა უპასუხა: „ჩვენ განხილავთ ამ საკითხს. ეს საკითხი ღიაა ჩვენი ჯგუფის შიგნით". ჟურნალისტმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს ურჩია, აუცილებლად ჩავიდეს სოჭში.

კომენტარები