ეკონომის სამინისტრო იმპორტირებულ პროდუქციაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებას აპირებს. უწყება ახალ კანონპროექტზე მუშაობს - ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ. კანონპროექტის მიხედვით, ორი ტიპის ღონისძიება განიხილება - წინასწარი ან სპეციალური დაცვითი. პირველ შემთხვევაში დაწესდება წინასწარი ტარიფი, ხოლო მეორე შემთხვევაში - საიმპორტო ქვოტა ან სპეციალური ტარიფი. ამასთან, მათი დაწესების პირობა შეიძლება გახდეს როგორც ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენება ჭარბი იმპორტით, ისე ამ ზიანის მიყენების საფრთხეც, რომელსაც მთავრობა და კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტო დაადგენს. მომხრეების აზრით, კანონპროექტი დაიცავს და წაახალისებს ადგილობრივ პროდუქციას. მოწინააღმდეგეების აზრით კი, ბუნდოვანი დებულებები მთავრობამ შეიძლება კონკრეტული ბიზნესის გასაკოტრებლად გამოიყენოს, გაიზრდება კორუფცია და გაძვირდება საქონელი.
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას აპირებს

ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი
ეკონომიკის სამინისტროს ვებ-საიტი




