შს მინისტრი

ღარიბაშვილი: მომავალი შს მინისტრი ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა ადამიანი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

მოქმედი შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს. როგორც მომავალმა პრემიერმა ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა, შს მინისტრის ვინაობა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"ის იქნება ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა ადამიანი. მე ის უკვე შერჩეული მყავს და გავიარე კონსულტაციები ბატონ პრემიერთან. თუმცა, მის ვინაობას მოგვიანებით შეგატყობინებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა და არ დააკონკრეტა, დაიკავებს თუ არა მისი რომელიმე მოადგილე შს მინისტრის თანამდებობას.

კომენტარები