ბაჩო ახალაიას საქმე

სუბარი: ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა. მისი თქმით, სამინისტროში შეწყალების აქტი უკვე შევიდა, დარეგისტრირდა და აღნიშნულ ეპიზოდში ახალაია ბრალდებისგან გათავისუფლდა. "თუმცა მას აქვს აღმკვეთი ღონისძიება ახლადდაწყებულ საქმეზე შეფარდებული", - თქვა სუბარმა.

სუბარის თქმით, მან ე.წ. ციხის ბუნტის საქმე სახალხო დამცველობის პერიოდში შეისწავლა და ანგარიშებშიც ასახა. "ეს საქმე თავის დროზე შესწავლილი მაქვს და წარმოდგენილი მაქვს მოხსენებები, ეს ამბოხება ადმინისტრაციის ქმედებებმა გამოიწვია ციხეში", - თქვა სუბარმა.

მინისტრის თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, ბაჩო ახალაია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებებს ცნობდა და წარდგენილ ბრალდებას ეთანხმებოდა.

კომენტარები