ბაჩო ახალაიას საქმე

სააპელაციო სასამართლო ბაჩო ახალაიას საქმის განხილვას იწყებს

Reuters

სააპელაციო სასამართლო დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის განხილვას იწყებს. ბრალდების მხარემ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უკვე გაასაჩივრა. საქმე თავდაცვის ეპიზოდს ეხება. ყოფილ მინისტრს ბრალი სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცების წამებასა და არადამიანურ მოპყრობაში ედებოდა. დაცვის მხარის მტკიცებით, სპეცრაზმელების წამებას ადგილი არ ჰქონია და მათ რეინჯერის საწვრთნელი კურსი  გაიარეს. სასამართლომ ახალაია და მასთან ერთად ბრალდებული პირები გუშინ გაამართლა.

ამასთან, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეებიდან ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის მინისტრი დამნაშავედ ცნეს და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. აღნიშნულ საქმეზე, ბაჩოს ახალაიას ადვოკატებმა შესაძლოა პრეზიდენტს მისი შეწყალება სთხოვონ. ამ საკითხზე შესათანხმებლად დღეს ისინი ბრალდებულს შეხვდებიან. 

თავად ბრალდებული ბაჩო ახალაია ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

კომენტარები