სოფლის მეურნეობა

აგულაშვილი: სასოფლო ბანკის შექმნის იდეით კერძო სექტორი არ დაინტერესდა

რადიო კომერსანტი

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ბანკის შექმნის იდეამ საფინანსო და კერძო სექტორის დაინტერესება ვერ შეძლო. ამის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა კომერსანტთან საუბარში განაცხადა.

სასოფლო ბანკის შექმნის იდეა პრემიერმინისტრს ეკუთვნის. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებდნენ, კოოპერაციული ბანკის შექმნის იდეასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჰოლანდიურ რაბო ბანკთან, ფრანგულ კრედიტ აგრიკოლესთან და სხვა საერთაშორისო საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან იგეგმებოდა.

აგულაშვილის თქმით, ამ ტიპის ბანკის შექმნის იდეით ბიზნესი არ დაინტერესებულა და კომიტეტისთვის არც კონკრეტული გეგმებით მიუმართავთ. პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე სასოფლო-სამეურნეო ბანკის შექმნის იდეის ჩავარდნასაც არ გამორიცხავს. თუმცა ამბობს, რომ სახელმწიფო თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყანაში იმ პროცესების განვითარებას, რაც ამ ტიპის ბანკის შექმნას დაეხმარება. 

კომენტარები