პრეზიდენტის ინაუგურაცია

ხადური: პრეზიდენტის ინაუგურაცია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება

financial.ge

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტის ფონდში შესაბამისი თანხები აღარ არის და აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს. ამასთან, ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

"ინაუგურაციისთვის საჭირო იქნება თანხების გამოყოფა. ღონისძიებებს შესაბამისი კომისია დაგეგმავს. რაც შეეხება ხარჯებს, ვინაიდან პრეზიდენტის ფონდში ფული აღარ არის და არალოგიკურად დაიხარჯა, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სახსრების გამოყოფა მთავრობის ფონდიდან მოგვიწევს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები