ვანო მერაბიშვილის საქმე

მალგორჟატა გოშევსკა: მერაბიშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს

Reuters

საქართველოში პოლონეთის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში მოინახულა. მალგორჟატა გოშევსკას შეფასებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და საპყრობილეში არ უნდა იყოს, რადგან არ არსებობს მისი ქვეყნიდან გაქცევის ან მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. 

"საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად დემოკრატიულად და წარმატებით ჩატარდა, თუმცა, ბევრს დაავიწყდა, რომ ყოფილი პრემიერი დღემდე ციხეშია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის პოლიტიკური სარჩული, რომელიც მის საქმეს თან ახლავს, აუცილებლად იყოს განხილული ახალი პრეზიდენტის მთავრობაშიც, ისე როგორც დემოკრატიულ სტანდარტებს შეეფერება", - თქვა გოშევსკამ. მისი ვარაუდით, მერაბიშვილის საკითხს ვილნიუსის სამიტზეც განიხილავენ.

 

კომენტარები