საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: ბოდიში ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა

fb.com/SaakashviliMikheil

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართული საზოგადოებისადმი პრეზიდენტის სასახლიდან უკანასკნელ მიმართვაში განაცხადა, რომ ის ნანობს, რომ ზედმეტად ენდობოდა შსს-სა და პროკურატურის ზოგიერთ თანამდებობის პირს.

"გვქონდა შეცდომები, ვიყავით სულსწრაფები და ხშირად, ზედმეტად მკაცრებიც. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა. ვნანობ, რომ ხშირად, ზედმეტად ვენდობოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამდებობის პირებს. როგორც გითხარით, მე ვიყავი, ალბათ, ზედმეტად ჩქარი და მოუთმენელი და კეთილისმსურველები სიდინჯისკენ მომიწოდებდნენ ხოლმე. ჩვენი ქვეყნის სწრაფად რეფორმირების სურვილით, არ გავითვალისწინეთ იმის აუცილებლობა, რომ ჩვენი მოქმედება აგვეხსნა და შეგვეთანხმებინა მათთან, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებებს და ამ რეფორმებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. სასამართლოს რეფორმა იყო ძალიან ნელი, განათლების რეფორმა კი - არასაკმარისად სიღრმისეული. ყოველივე ამაზე მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ...

მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ გავანადგურე ორგანიზებული დანაშაული, ამოვძირკვე ელიტური კორუფცია და ავაშენე ახალი ქალაქები. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ მოვიარე ქვეყანა, რათა მსოფლიოს სამსჯავროზე გამეტანა ჩვენი საერთო საქმე - ჩვენი სამშობლოს დაცვა ძლიერი მტრებისგან", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები