არჩევნები 2013

ფულე და ეშტონი: გილოცავთ ქვეყნის ძლიერი დემოკრატიული ხარისხის დემონსტრირებას

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. მათ ახლადარჩეულ პრეზიდენტს სამთავრობო ინსტიტუტებთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. ეშტონი და ფულე საქართველოსგან ვილნიუსის სამიტის წინ თანამშრომლობის გაგრძელებას მოელიან. 

"ჩვენ ვულოცავთ ახლადარჩეულ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს კვირას ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებას. ვულოცავთ აგრეთვე ქართველ ხალხს, მათი ქვეყნის ძლიერი დემოკრატიული ხარისხის დემონსტრირებას. მივესალმებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ ანგარიშს... "ვილნიუსში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, ჩვენ ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას პოლიტიკური ასოციაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით", - ნათქვამია ფულესა და ეშტონის განცხადებაში.

კომენტარები