არჩევნები 2013

ვაშაძე: არჩევნებმა აჩვენა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობაა

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ეგზიტპოლების შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიის რეიტინგი მზარდია. "სულ რამდენიმე თვის წინ გაცილებით დაბალი რეიტინგი გვქონდა. ეს შედეგები ადასტურებს, რომ პარტიის რეიტინგი მაღლა და მაღლა მიდის. მომავალ წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება - ჩვენ ამ არჩევნებზე გაცილებით უფრო სერიოზულ შედეგს ვაჩვენებთ" – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები