არჩევნები 2013

17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39%-ია

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 39%-ია. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობა 1 382 017-მა ამომრჩეველმა მიიღო. მისივე ცნობით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათის მონაცემებით, სასურველ კანდიდატს ხმა მისცა 1 916 395-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო მოსახლეობის 53%-ს შეადგენდა. 

კომენტარები