არჩევნები 2013

პრემიერი: მაქვს ინფორმაცია, რომ მთელ საქართველოში საარჩევნო უბანთან რიგებია

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

პრემიერმა ივანიშვილმა კოჯრის ქუჩაზე მდებარე ნომერ 4 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვას, ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, უპასუხა: "რა თქმა უნდა გიორგი მარგველაშვილის სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი და მივეცით ხმა მთელმა ოჯახმა!". პრემიერს იქვე შეახსენეს, რომ მას არჩევნების დღეს არ ჰქონდა კანდიდატის დასახელებისა და აგიტაციის უფლება, რაზეც პრემიერმა საპასუხო კითხვა ჟურნალისტს დაუსვა: "აბა რატომ მეკითხებით მაშინ..რაღაც შეცდომაში შევედი უკვე ხო? იმდენჯერ განვაცხადე უკვე, რომ არაუშავს, ეს არ არის დიდი დარღვევა".

პრემიერის განცხადებით, მან საქართველოს მომავლის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

"სასარგებლოს მომავლის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, მე მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას არჩევნების დღე. მაქვს ინფორმაცია, რომ მთელს საქართველოში რიგებია საარჩევნო უბანთან, ძალიან დიდია მობილიზება მოსახლეობაში, ამასაც ველოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ შეგვიძლია დაბალანსებულ სიტუაციაში, სწორი არჩევნის გაკეთება, წარმოდგენას რომ გვიქმნიდნენ, რომ განსხვავებული ხედვები გვაქვს, დღეს ვამტკიცებთ იმას, რომ ჩვენ ტიპიურად ევროპელები ვართ და ხარისხობრივად განსხვავებულ სიტუაციაშიც მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ვაჩვენებთ და მქონდა ამის განცდა, დღევანდელი დილა ამას ამტკიცებს და ამ დრომდე ასეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ საღამომდე არავინ დარჩება რომ არ მისცეს ხმა საკუთარი ქვეყნის მომავალს და მინიმალური პასუხისმგებლობის გრძნობა არ აჩვენოს პიროვნული თავის.

მთავარი ცვლილება დღეს თუ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა, დღეს უკვე გახლავთ დღევანდელი დღე. იმის შემდეგ რაც ჩვენ ოპოზიციაში მოვედით, ორი წლის წინ, გავაერთიანეთ საქართველო და ვაჩვენეთ როგორი პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელი დღე აფორმებს ამ სიტუაციას, რომ ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვატარებთ არჩევნებს, გაიხსენეთ წინა არჩევნები.

უახლოეს ისტორიაში საქართველოში პირველად ხდება, რომ ხელისუფლებას რომელიმე კანდიდატზე ჰქონდეს გამოყენების მცდელობა სახელისუფლებო ძალის. მაქვს მოლოდინი რომ ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობა მოვა და გააკეთებს არჩევანს." - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები