2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

მარგველაშვილი: იქნება პირველი თავისუფალი და ევროპული არჩევნები საქართველოში

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. მარგველაშვილის თქმით, შეხვედრაზე NDI-ის წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

"შეხვედრა გვქონდა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან. მე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მადლობა ვუთხარი ჩვენს დასავლელ კოლეგებს ამ აქტიური ჩართულობისთვის და დაკვირვებისთვის წინასაარჩევნოდ. ეს არჩევნები არის სამაგალითო და შესაბამისად, აქტიური საერთაშორისო ჩართულობით მოხდება ამის დადასტურება", - თქვამარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, პირველი თავისუფალი და ევროპული სტანდარტების არჩევნები ჩატარდება.

"ეს იქნება პირველი თავისუფალი და სრულიად ევროპული სტანდარტების არჩევნები საქართველოში. უამრავი ადამიანი მუშაობდა ორთვენახევრის განმავლობაში და მთელმა საზოგადოებამ მოახერხა, რომ ჰქონოდა ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო კამპანია. არჩვენებიც, ბუნებრივია, არ არის მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვხედავთ რეალურად რომ ორთვენახევრის განმავლობაში მოხდა თანამედროვე ტიპის საარჩევნო გარემოს შექმნა და არჩევნების დღეც იქნება ამის გაგრძელება", - თქვა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა.

კომენტარები