2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

შსს: მოვუწოდებთ პარტიებსა და მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისგან

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით უკვე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.

”არჩევნების დღესთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინიციატივით შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელიც კოორდინაციაში იქნება ცესკოსთან და უზრუნველყოფს მართლწესრიგს არჩევნებს დღეს. ყველა რეგიონალურ დანაყოფში შემუშავებულია კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს პოლიცია იმოქმედებს კანონთან სრულ შესაბამისობაში. პოლიცია იქნება ურთიერთკოორდინაციაში საარჩევნო შტაბთან.” - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის დანაყოფები საარჩევნიო უბნებში ან უბნებთან არ განლაგდებიან. ისინი საარჩევნო უბანში მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდებიან.

” ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და სამართალდარღვევებისგან. პოლიცია ნებისმიერ მსგავსს ფაქტზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომას მიიღებს.” - წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები