2013 წლის საპრეზიდენტი არჩევნები

სუბარი: ციხეში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის პლაკატებს ოფიცრები იცავენ

სოზარ სუბარი

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს ციხეში სპეციალური დაცვა სჭირდება, რომ პატიმრებმა არ ჩამოხიონ", - ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ კანდიდატის პლაკატებთან ოფიცრები დგანან, რათა პატიმრებმა არ ჩამოხიონ.

"ყველა იმ კანდიდატის საარჩევნო მასალები არის გამოკრული, ვინც მოიტანა. ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ და ვინც არ მოიტანა, ძალით ვერც მოვატანინებდით. ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს სპეციალური დაცვა სჭირდება, რომ პატიმრებმა არ ჩამოხიონ და არ გააფუჭონ. რამდენიმე ოფიცერი იცავს, რომ პატიმრებმა არ დააზიანონ ან სხვა ტიპის ქმედებები არ ჩაიდინონ ამ პლაკატების მიმართ", - თქვა სოზარ სუბარმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია კანდიდატის ვინაობა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 27 ოქტომბერს იმართება.

კომენტარები