თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტრო: სააკაშვილის განცხადება საქართველოს ზიანს აყენებს

mod.gov.ge

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 23 ოქტომბრის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება მიუძღვნა, სადაც ის მოუწოდებს საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას.

"ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების ლოკაციისა და ტიპის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 23 ოქტომბრის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეირაღებულ ძალებს შესწევს უნარი უზრუნველყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საკადრისი პასუხი გასცეს უსაფრთხოების გამოწვევებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა შეჩერებულია. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდის შეჩერებული მშენებლობა პირადად დაათვალიერა და განცხადებაც გააკეთა. 

 

კომენტარები