თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ზურაბიშვილი: თუ ჯანელიძეს არ ეუხერხულება, რას აგზავნიდა მოადგილეს საბოდიშოდ?

უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს "არ ეუხერხულება"? თქვენ თავად ბრძანეთ ორი დღის წინ, რომ არ მოგეწონათ სამინისტროს განცხადება. ისიც განაცხადეთ, რომ მინისტრიც შეწუხებულია და მას არ გაუჭირდება შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა. ახლა კი რა გამოდის? დღეს თუ არ არ ეუხერხულება თავდაცვის მინისტრს ის ცნობილი განცხადება, გუშინწინ რაღაზე იყო შეწუხებული და რას აგზავნიდა თავის მოადგილეს საბოდიშოდ? ნაცმოძრაობის ისტერიას უხდიდა ბოდიშს? ხოლო "შეუსაბამო, შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი თავდაცვის სამინისტროსთვის" , როგორც თქვენ ბრძანებთ, არის არა იმ განცხადების გამო ატეხილი აჟიოტაჟი, არამედ იმ განცხადების შინაარსი. ამიტომ კეთილი უნდა ინებოს მინისტრმა და საჯაროდ განმარტოს: რაში იყო საქმე, რა მოხდა და პასუხისმგებელი პირიც დაისაჯოს. მაღალი თანამდებობის პოლიტიკური თანამდებობის პირისგან მხოლოდ ასეთი რეაქცია იქნება სწორი და მართებული.

ასე პასუხობს დავით ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრს გავრცელებული განცხადების გამო "არც ეუხერხულება და არც არაფერი".

კომენტარები