2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ბურჯანაძე: ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს

ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სპორტის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, თუ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგება, მაშინ ქვეყანა თავისთავად წარმატებული იქნება.  ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის, ვინც კი უსამართლოდ დაისაჯა და თუ სამართლიანობა არ იქნება აღდგენილი, მაშინ იქნება შერჩევითი სამართალი. 

ბურჯანაძე  დარწმუნებულია, რომ 27 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებას მიაღწევს. "ჩვენ გვექნება ერთიანი, დემოკრატიული და წარმატებული საქართველო. მჯერა, რომ 27 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები