2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

წულუკიანი: საარჩევნო სიები ჯერ კიდევ დაუხვეწავია

თეა წულუკიანი

საარჩევნო სიები ჯერ კიდევ დაუხვეწავია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სიებში არსებულ ხარვეზებზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობდით ეს 12 თვე. რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანი, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ არარსებულ მისამართზე, სერვისების სააგენტომ მოხსნა რეგისტრაციიდან და დღეს ისინი ცესკოს სიებში აღარ ფიგურირებენ. თუმცა, რჩება დაუზუსტებელი მონაცემები და ეს არის განაგრძობდა პროცესი. პრობლემებს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით 12 თვეში ვერ მოვაგვარებდით. ათეულ ათასობით ადამიანი გასწორდა სიებში. ჩემი თანამშრომლებიც კი დადიოდნენ კარდაკარ და იმ ოჯახებში, სადაც ფიგურირებდა 8 ადამიანზე მეტი სრულწლოვანი, რაც მოგვეჩვენა რომ საეჭვო იყო, ვამოწმებდით. შესაბამისად, ასეთი ადამიანები მოიხსნა საარჩევნო სიიდან", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები