სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოჭის ოლიმპიურ მშენებლობაზე მუშამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

სოჭის ოლიმპიურ მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ვიდეო რუსულ ბლოგზე  გავრცელდა. რომან კუზნეცოვის განცხადებით, მას 2 თვის განმავლობაში ხელფასი არ მიუღია. კუზნეცოვი სოჭის ოლიმპიური მედიაცენტრის წინ ხელფასის გადახდის მოთხოვნით გამოვიდა და შიმშილობა გამოაცხადა.

ოლიმპიურ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ხელფასებს რომ ვერ იღებენ, ამის შესახებ Human Rights Watch-იც წერს. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, მშენებელთა უმრავლესობა  ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან და სოჭში მიმდინარე მშენებლობებზე  ხელფასებს ვერ იღებენ.

კომენტარები