დემოგრაფია

განქორწინებათა რაოდენობა ბოლო 12 წელია ყოველწლიურად იზრდება

ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი - 7 136 წყვილი 2012 წელს განქორწინდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ეს ბოლო 12 წლის მაქსიმუმია. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე ცოტა - 1 858 წყვილი 2000 წელს განქორწინდა. მას შემდეგ ეს ციფრი იზრდება.

2009 წელს განქორწინებათა რაოდენობა 4 030 იყო, 2011 წელს - 5 850. განქორწინებათა 70%-ზე მეტი ქალაქზე მოდის, დანარჩენი კი - სოფელზე.

2012 წელს განქორწინებული 7 136 წყვილიდან საერთო შვილი არ ჰყავდა 1 052-ს, დანარჩენს კი ჰყავდა 1, ან 1-ზე მეტი შვილი.

რაც შეეხება ქორწინებებს, 2000-2008 წლების შუალედში რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი 12 870-დან თითქმის 31 414-მდე გაიზარდა. მას შემდეგ რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა. 2012 წელს საქართველოში სულ 30 412 ქორწინება დარეგისტრირდა.

საქსტატის მონაცმეები შეიცავს ინფორმაციას 1990-დან 2012 წლის ჩათვლით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ.

კომენტარები