სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოსო პავლიაშვილი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნეა

რუსული ესტრადის ქართველი ვარსკვლავი სოსო პავლიაშვილი ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პრივილეგია მიანიჭა. 

რუსული ტელეარხის კითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას, სოსო პავლიაშვილმა უპასუხა, რომ სპორტი აახლოებს ადამიანებს და ზოგიერთებს ადამიანთა დაახლოება არ სურთ, თუმცა სპორტულ შეჯიბრებებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე რუსი მფრინავი ნეჩაევიცაა, რომელსაც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვისთვის გმირის წოდება მიანიჭეს.

ქართული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, რათა თავიდან აიცილოს დამცირება, თუმცა, ხელისუფლება აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს.

კომენტარები