ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის საქმის განხილვა გადაიდო

www.ipn.ge

ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 17 ოქტომბერს, გადაიდო. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 21 ოქტომბერს განახლდება. მოსამართლემ სხდომა ბრალდებულის გამოუცხადებლობის საფუძველზე გადადო და დაცვის მხარეს მოუწოდა, რომ შემდეგში ბრალდებულის არ დასწრება უფრო არგუმენტირებულად დაასაბუთონ.

ვანო მერაბიშვილმა ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განმარტავს, თუ რატომ არ დაესწრო სასამართლო პროცესს.


ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 21 ოქტომბერს განახლდება. მოსამართლემ სხდომა ბრალდებულის გამოუცხადებლობის საფუძველზე გადადო და დაცვის მხარეს მოუწოდა, რომ შემდეგში ბრალდებულის არ დასწრება უფრო არგუმენტირებულად დაასაბუთონ.

"წინა სასამართლო პროცესზე თქვენი თანდასწრებით მოხდა შეთანხმება, რომ ყოველი სასამართლო სხდომის წინ, გონივრული ვადით ადრე, პროკურატურა დაცვის მხარეს მიაწვდიდა იმ მოწმეების სიას, რომელთა დაკითხვაც უნდა მომხდარიყო მომავალ პროცესზე.

მოგეხსენებათ, პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავს მოწმეთა 3969 კაციანი სია, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ვერცერთი ადვოკატი ვერ შეძლებს ზეპირად დაიმახსოვროს, 3969 კაცის არამხოლოდ ჩვენება, სახელები და გვარებიც კი.

იმისათვის რომ მე მქონდეს ეფექტური დაცვის უფლება, აუცილებელია, რომ ჩემს ადვოკატებს წინასწარ ჰქონდეთ მომდევნო პროცესზე გამოსაძახებელი მოწმეების სია. ამ მარტივ ჭეშმარიტებას წინა სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა პროკურატურა და დაეთანხმეთ თქვენც.

მიუხედავად ამისა, პროკურატურამ არ შეასრულა პირობა და არ გადმოგვცა მოწმეთა სია. ამიტომ, მე ვაცხადებ პროტესტს და უარს ვამბობ, დავესწრო ამ სასამართლო სხდომას. ამ პროტესტით, მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ მრავალრიცხოვან უხეშ კანონდარღვევებს, რითაც პროკურატურა წარმართავს ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ბრალი ორ ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. გამოძიება ყოფილ პრემიერს დასაქმების პროგრამის დარღვევით განხორციელებას და კვარიათში აგარაკის მითვისებას ედავება.

კომენტარები