ვილნიუსის სამიტი

ივანიშვილი ვილნიუსის სამიტზე დასწრებას არ აპირებს

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის არ აპირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტზე ვილნიუსში პრეზიდენტთან ერთად გამგზავრებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული გიორგი მარგველაშვილი იქნება.

"ამის აუცილებლობა არ არის, ეს ფორმალობა ნაციონალებს უყვარდათ ძალიან. მთავარია, საქმე გაკეთდეს და საქმე წინ წავიდეს, მე ჩავალ თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ექსპო ჯორჯიაში დღეს ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას.

ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მესამე სამიტი მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება. სამიტზე უნდა გადაწყდეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების საკითხი.

კომენტარები