ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ირაკლი კაკაბაძეს ნაციონალური მოძრაობის ოფისი პოლიციამ დაატოვებინა

ირაკლი კაკაბაძე
ithacacityofasylum.com

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში თანასწორობის ინსტიტუტის წევრები გიორგი გაბედავა და ირაკლი კაკაბაძე რამდენიმე საათინ წინ შეიჭრნენ. მათი თქმით, 10 დღის წინ ნაციონალურ მოძრაობას შეკითხვით მიმართეს, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიას, 1989-1990-იან წლებში იყო თუ არა სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი. ნაციონალურ მოძრაობაში მათ უპასუხეს, რომ 1 თვეში მიიღებდნენ წერილობით პასუხს.

ამის შემდეგ ირაკლი კაკაბაძემ ლექსის კითხვა დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მას მოსთხოვეს ოფისი დაეტოვებინა და ლექსის კითხვა გარეთ გაეგრძელებინა, თუმცა მან ოფისში გააგრძელა ლქსის კითხვა, რასაც ხმაური მოჰყვა. როგორც ირაკლი კაკაბაძემ განაცხადა, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ 1989 წლიდან მიხეილ სააკაშვილი არის "კაგებეს" თანამშრომელი. 

თანასწორობის ინსტიტუტის წევრებს ოფისი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დაატოვებინეს. 

კომენტარები