ჯეიმს აპატურაი

აპატურაი: ქართველებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ მათ ინტერესებს ალექსი იცავს

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"ალექსი პეტრიაშვილმა ცხადად, რეალურად და დამაჯერებლად ისაუბრა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მის მაღალ დონეზე ჩატარების შესახებ. ასევე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. ჩვენ ასევე ღიად განვიხილეთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა სირთულე. ვიცი, რომ საქართველოში პოლიტიკური მოსაზრებები ზოგჯერ ძალიან განსხვავდება, მაგრამ ქართველებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ მათ ინტერესებს ალექსი იცავს", - წერს ჯეიმს აპატურაი.

ალექსი პეტრიაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. 

საუბარი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსაც შეეხო და საპრეზიდენტო არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობას ხაზი გაესვა. ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობა, განაგრძოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

"საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა დაჩქარდეს ქვეყნის NATO-ში ინტეგრაცია. ამ მხრივ, ჩვენ გვაქვს NATO-ს წევრი ქვეყნების სრული მხარდაჭერა, ისევე როგორც NATO-ს ხელმძღვანელობის მხრიდან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები, საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა, რომ საქართველო გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ადეკვატურად იქნება ასახული NATO-ს გადაწყვეტილებებში", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

 

კომენტარები