ჯეიმს აპატურაი

საქართველოს პრეზიდენტი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა NATO-ს სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს NATO-ში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი მარგველაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, "რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო ცდილობს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯეიმს აპატურაიმ გამოხატა სურვილი, უახლოეს მომავალში გიორგი მარგველაშვილი ესტუმროს ბრიუსელს NATO-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან შესახვედრად.

კომენტარები