ჯეიმს აპატურაი

აპატურაი: ალასანია პროფესიონალურ, ფოკუსირებულ და წარმატებულ რეფორმას ატარებს

ჯეიმს აპატურაი
www.nato.int

ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრზე, ირაკლი ალასანიაზე, ამბობს, რომ ის პროფესიონალურ, ფოკუსირებულ და წარმატებულ რეფორმას ატარებს.

"შევხვდი თავდაცვის მინისტრ ალასანიას, რომელიც ესწრება NATO-ს ISAF-ის შეხვედრას. მე ვუთხარი მას NATO-ს შეფასება, რომ ის პროფესიონალურ, ფოკუსირებულ და წარმატებულ რეფორმას ატარებს. ჩემი აზრით, ის ეხმარება საქართველოს საერთაშორისო დონეზე წონის ასამაღლებლად, ავღანეთის ჩათვლით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქართველებს შუძლიათ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ საერთაშორისო არენაზე მათი წარმომადგენლების მოღვაწეობით", - თქვა აპატურაიმ.

კომენტარები