ISAF-ის მისია

დღეს ავღანეთიდან 155 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა

facebook.com/mod.gov.ge

დღეს ავღანეთიდან საქართველოში 155 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცები მისიას ექვის თვის განმავლობაში ასრულებდნენ.

სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დახვდა. მინისტრმა ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.

"მინდა დიდი სიამაყით ვთქვა, რომ ეს ის ვაჟკაცები არიან, რომლებიც უმაღლესი პროფესიონალიზმით ემსახურებიან როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს უსაფრთხოებას. მინდა მათ დიდი წარმატება ვუსურვო", - თქვა ალასანიამ.

ჯარისკაცების დასახვედრად აეროპორტში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ - გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზაზა ლელაძე, გაერთიანებული შტაბის სხვა ოფიცრები და ჯარისკაცების ოჯახის წევრები.

როტაციის გეგმის მიხედვით, 42-ე ბატალიონი საქართველოში სრულად კვირის ბოლომდე დაბრუნდება. ბატალიონი ავღანეთში ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.

კომენტარები