თეა წულუკიანი

წულუკიანი: ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის საქმეში ჩვენ ვრჩებით შეურიგებლები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს ხელისუფლება შეურიგებელია. მისი თქმით, არცერთი მინისტრი, მათ შორის არც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ყურადღებას არ ადუნებს, რომ ის სამარცხვინო ფენომენი, როგორიცაა ქურდული სამყარო, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს.

"არც ციხეში და არც მის გარეთ - თავისუფალ სამყაროში ქურდულმა სამყარომ არ უნდა შეძლოს, რომ თავისი წესებით გვაცხოვროს, რადგან სახელმწიფოში არსებობს ერთადერთი წესი, ეს არის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა, ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თქვა, რომ "როდესაც ერთ დაწესებულებაში ხდება საეჭვო ფაქტი, ამ საეჭვო ფაქტს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელობა და გენინსპექცია არ უნდა იძიებდეს, ამიტომ, კარგია, რომ პროკურატურა ჩაერთო".

 

კომენტარები