ბიზნესმენებთან შეხვედრა

გიორგი ჭირაქაძე: კერძო სექტორი ქმნის ქვეყანაში დოვლათს და სამუშაო ადგილებს

RFE/RL

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, დღეს ბიზნესსექტორმა მმართველ გუნდს შეახსენა, რომ ქვეყანაში ის ქმნის დოვლათს, სამუშაო ადგილებს და ასაქმებს ადამიანებს. როგორც ჭირაქაძემ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, პარლამენტთან დაკავშირებით არსებობს საკითხები, რაზეც შეჯერდნენ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც სხვადასხვა პოზიციები დაფიქსირდა.

"ძალიან ხშირად ბიზნესმენებზე ამბობენ, რომ ჩვენ გადასახადების გადამხდელები ვართ, მაგრამ ამის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სწორედ კერძო სექტორი ქმნის ქვეყანაში დოვლათს, სამუშაო ადგილებს და გრძელვადიანად ასაქმებს ადამიანებს. კერძო სექტორთან მიმართებაში სწორი კომუნიკაცია უზრუნველყოფს იმას, რომ მეტი ინვესტორი შემოვიდეს და ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა მეტი ერთობლივი ინვესტიცია განახორციელონ", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

ბიზნესმენებისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა, რომელიც სასტუმრო რედისონში გაიმართა, მედიისთვის დახურული იყო.

კომენტარები