ბიზნესმენებთან შეხვედრა

უსუფაშვილი: სასამართლომ თქვა, რომ უცხოელს აქვს მიწების ყიდვის უფლება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. დავით უსუფაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ კანონპროექტის მიღებით ბევრ ორგანიზაციას და საბანკო სექტორს გარკვეული პრობლემები შეექმნა.

"თუმცა პრობლემები მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არ უნდა დაბრალდეს. ჩვენ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ, თუ რა ხდებოდა ამ მიმართულებით და რატომ მივედით აქამდე. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა დავუშვით არა პოლიტიკური დებატების შედეგად, არამედ წმინდა ტექნიკურ-ლეგალური საფუძვლებით. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ უცხოელს აქვს ამის უფლება და ჩვენც ამ რეალობაში დავიწყეთ ცხოვრება", - აღნიშნა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების თემა პრობლემატური იყო ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის მაგალითად ლიტვა და ჩეხეთი და ამ თემაზე თავის უცხოელ კოლეგებთან ჰქონდა საუბარი.

კომენტარები