უშიშროების საბჭოს სხდომა

მცოცავ ოკუპაციაზე სასაუბროდ, პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა სურს

www.weeknews.ge

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას სთავაზობს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა, პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობას საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარების გამო ხედავს.

"იცით, რომ გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საკითხზე სასწრაფო მსჯელობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, მთავრობას გადავცემ პრეზიდენტის თხოვნას, რომ შაბათს შეიკრიბოს უშიშროების საბჭო. თუ მათი სურვილი იქნება, საათზე შევთანხმდებით", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრონ. 

კომენტარები