სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

გედევანიშვილი: მახსოვს, როგორ უსამართლოდ მომექცნენ რუსები

ელენე გედევანიშვილი
Susanne Kempf

სოჭის ოლიმპიური თამაშების შესახებ, მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა უკვე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თუ ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიადას, ის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოიქცევა და სოჭში არ გაემგზავრება. ყველა სიახლესთან ინტერვიუში, გედევანიშვილმა კონკრეტულად რუსეთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათგან წყენა იმ პერიოდიდან ახსოვს, როდესაც ამ ქვეყანაში ვარჯიშობდა.

"უარს ვიტყ­ვი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში. ამი­ტომ და­ვე­ლო­დე­ბი კო­მი­ტე­ტის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. მა­ნამ­დე კი ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას შე­ვას­რუ­ლებ და ვარ­ჯიშს გან­ვაგ­რძობ. რუ­სე­ბის­გან წყე­ნა ისევ მახ­სოვს. ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოდ მო­მექ­ცნენ, მას შემ­დეგ იქ აღარ ჩავ­სულ­ვარ. ვცდი­ლობ, ამ თე­მას არ შე­ვე­ხო ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი წყე­ნი­სა, მზად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვიწყო და ჩე­მი ქვეყ­ნის წარ­მო­სა­ჩე­ნად სოჭ­ში ჩა­ვი­დე, რა თქმა უნ­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს არ იტყ­ვის", - განაცხადა ელენე გედევანიშვილმა. 

კომენტარები