სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ვახო ბაბუნაშვილი: მაიმუნური თამაშებით ომს ვერ იგებ

youtube.com

საქართველოს სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა. ამის შესახებ მუსიკოსმა ვახო ბაბუნაშვილმა რუსთავი 2-ზე, გადაცემაში - არჩევანი ისაუბრა. მისი თქმით, მიამიტურია დამოკიდებულება, რომ სპორტი და პოლიტიკა არ არის გადახლართული. "როდესაც მოდის ჯარისკაცი, მოდის და აგებს საზღვარს, ჯარისკაცი თავის ხელით ანგრევინებს შენს მოქალაქეს სახლს, აძევებს შენი ტერიტორიიდან - ეს არის ომი. ჩვენ რაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები - ვილაპარაკოთ, რომ კულტურული  კავშირები აღვადგინოთ გაგანია ომში, სპორტული ურთიერთობები აღვადგინოთ და ამით გავათბოთ ჩვენი მტერი - ოდნავ მაინც ისტორია თუ ვინმემ იცის, მემგონი, ასეთი მაიმუნური თამაშებით ომს ვერ იგებ. ომს იგებ კონკრეტული ომის წესებით. ჩვენ ვართ ომში," - ამბობს ბაბუნაშვილი. მისივე თქმით, არავინ უშლის ცალკეულ სპორტსმენებს, რომლებსაც ან მოგების შანსი აქვთ, ან უბრალოდ კარიერისთვის სჭირდებათ, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში. "ქვეყანამ ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა აიღოს თავის თავზე," - აცხადებს ბაბუნაშვილი.

კომენტარები