ირაკლი ალასანია

ალასანია: მთავრობაში ვერანაირ დრამატულ ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ ვხედავ

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მას აქვს სრული რწმენა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს. როგორც ალასანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა საზოგადოების ნაწილის ვარაუდი, რომ შესაძლოა ის ოპოზიციაში გადავიდეს. მისივე თქმით, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც მთავრობა, როგორც ერთი გუნდი, ისე გააგრძელებს ფუნქციონირებას. 

"ქართულ პოლიტიკაში აშკარად ახალი რეალობა შეიქმნება, უპრეცედენტო, როდესაც გაჩნდება უკვე შეცვლილ გარემოში პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობები. მაგრამ საქართველოს მთავრობაში ვერანაირ დრამატულ ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ ვხედავ. პრემიერის წასვლის შემდეგაც, როგორც ერთი გუნდი, ისე გააგრძელებს მთავრობა ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტროს გეგმებს შეუფერხებლად მივიყვანთ ბოლომდე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

კომენტარები