ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, მე უნდა დავიჭირო ირაკლი ალასანიაო. ეს ყურმოკვრით კი არ მაქვს გაგონილი, მართლა აპირებდა მის დაჭერას კაბელების საქმეზე. მარტო მე კი არ ვიცი, უმრავლესობის სხდომაზე აქვს ნალაპარაკები და პოლიტსაბჭოს სხდომაზე. საჯარო განცხადებას ვაკეთებ - ივანიშვილი ემზადებოდა ირაკლი ალასანიას დასაჭერად და ვერ დაიჭირა, ვერ მოუძებნა.. უმრავლესობის სხდომაზე, 80-90 დეპუტატის თანდასწრებით, მხოლოდ რესპუბლიკელები ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, სანამ არ არის სასამართლო ირაკლი და ეს ბიჭები უდანაშაულოები არიან და შემდეგ ასეც აღმოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი კი ამბობდა, მე ვიცი ეს საქმე, ალასანია დასაჭერია, პროკურატურამაც კი არ იცის იმდენი დეტალი, რამდენიც მე ვიციო. მოკლედ ირაკლი ალასანია მან დანიშნა მტრად. ირაკლი ალასანიას მთავრობაში დასდევდა, ჩვენ პარლამენტში, მაგრამ ჩვენთან კორუფციული კარტი არ გამოვიდოდა, ამიტომ ჩვენთან მიმართებაში ჩართო პროპაგანდისტული ნიაღვარი
tbl.ge/3jn8
დაკოპირდა
ამის შესახებ პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსში" რესპუბლიკური პარტიის ერთერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა თქვა.
ამავე თემაზე
- ალასანია: ივანიშვილი სასამართლოს ფარცხალაძის მეშვეობით მართავს
- ალასანია: ივანიშვილს საქართველოში მაფიოზობა არ გამოუვა
- ალასანია: შემდეგი არჩევნებისთვის მთავარი კონკრეტული პერსონალიები აღარ იქნება
- ალასანია: აბაშიძის განცხადება არის გზავნილი, რომ NATO-სკენ არ მივდივართ
- ალასანია: ივანიშვილი პოლიტიკაში აბსოლუტურად უუნარო აღმოჩნდა