სოჭის ოლიმპიადა

ჯაფარიძე: მიუღებელია ყველაფერი, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება

wikipedia.org

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე სოჭის ოლიმპიადის ჩირაღდნის ანთებაში, 2008 წლის აგვისტოს ომის ე.წ. გმირის ივან ნეჩაევის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ მიუღებელია ყველაფერი, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"კონკრეტულად ღონისძიებას თუ შევეხებით, მასში ქართველი სპორსტმენების მონაწილეობა კარგი იქნება, მაგრამ უნდა განვიხილოთ უფრო ფართო კონტექსტში. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაც კი იქნება ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ, იქნება ოლიმპიადის ჩირაღდნის ჩამოტანაში რუსი მფრინავის მონაწილეობა თუ სხვა, ჩვენთვის მიუღებელია. თუმცა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა, ოლიმპიური კომიტეტი და საზოგადოება მიიღებს", - თქვა ჯაფარიძემ.

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნეჩაევი იქნება. ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია რასია იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ნეჩაევი მართავდა, დააზიანეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვითმფრინავის დაშვება შეძლო.

ნეჩაევის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევს თავს.

კომენტარები