დინამო თბილისი

დინამოს სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა

დინამო თბილისის სპორტული დირექტორი გიორგი ტყავაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, ამის შესახებ ინფორმაციას დინამო თბილისის ვებგვერდი ავრცელებს. საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის გიორგი ტყავაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თუ რატომ მოხდა ბუბა ტყავაძის თანამდებობიდან გათავისუფლება, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არაოფიციალურად, გულშემატკივრებში და სხვადასხვა ინტერნეტფორუმებზე, მუდმივად საუბრობდნენ ტყავაძის კონფლიქტებზე სხვადასხვა მოთამაშეებთან. 2 ოქტომბერს, ამის შესახებ ვებგვერდ geosports.ge-სთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა თავად დინამოს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, მაგრამ თანამდებობის მოსალოდნელ დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები