GQRR-ის კვლევა

GQRR: გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ მთავრობამ მოლოდინები ვერ გაამართლა

კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ნახევარი, 50% მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ გაამართლა მათი მოლოდინები, ხოლო 38% მიიჩნევს, რომ პირიქით, გადააჭარბა ან გაამართლა მისი მოლოდინი.

ანალოგიურ კითხვაზე მაისში, გამოკითხულთა 38% უკმაყოფილო იყო მთავრობის საქმიანობით, 53% კი მიიჩნევდა, რომ მათი მოლოდინები გამართლდა.

კითხვაზე - მინდა, რომ მითხრათ, ემხრობით თუ არ ემხრობით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში პრემიერმინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას? (კამპანიის დანაპირებების შესრულებასთან მიმართებით) - გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ არ ემხრობა პრემიერმინისტრის საქმიანობას, 33% კი დანაპირებების შესრულებით კმაყოფილია.  მაისში ანალოგიურ კითხვაზე გამოკითხულთა 53%, 20%-ით მეტი ახალი კვლევის შედეგებზე, კმაყოფილი იყო პრემიერმინისტრის საქმიანობით.

 

 

 

კომენტარები